117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

«დაავადებათა კონტროლის» სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თანამშრომელი COVID-19-ით გარდაიცვალა — NCDC

«დაავადებათა კონტროლის» სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თანამშრომელი COVID-19-ით გარდაიცვალა — ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, პირის გარდაცვალება კორონავირუსის ინფექციით გამოწვეულმა გართულებებმა გამოიწვია.

იგი 2012 წლიდან მუშაობდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილებაში.

ოფიციალური მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონოვირუსით გარდაცვალების ეს უკვე 57-ე შემთხვევაა.