117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

ლეხ ვალენსამ ალექსეი ნავალნი ნობელის პრემიაზე წარადგინა

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეხ ვალენსამ ალექსეი ნავალნი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ინფორმაციას გამოცემა DW ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ნობელის კომიტეტისადმი მიმართვაში ლეხ ვალენსა ხაზს უსვამს ალექსეი ნავალნის ძალისხმევას, რუსეთში პოლიტიკური პლურალიზმის დასაცავად და კორუფციის გამოსავლენად. 

რომელიც მიმართულია რუსეთში არსებული კორუფციის გამოაშკარავების და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ. ვალენსა აღნიშნავს, რომ ნავალნი წინააღმდეგობას უწევს რუსეთში არსებულ რეჟიმს, რომელიც სულ უფრო ავტორიტარული ხდება.

ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელმაც 1983 წელს მიიღო ნობელის პრემია, ხაზგასმით აღნიშნა:

”საერთაშორისო საზოგადოების აღიარების მიუხედავად, უფლებადამცველები და პოლიტიკური აქტივისტები იღუპებიან. მე მჯერა, რომ ბატონი ნავალნისთვის ნობელის პრემიის პრემიის მინიჭება მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება სხვისი უფლებებისა და მშვიდობისათვის».

2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის თანხის თაღლითურად მითვისებასა და გაფლანგვაში ედავება. ალექსეი ნავალნის, რომელიც რუსეთში “ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ, ბოლო რამდენიმე თვე გერმანიაში მკურნალობდა, 17 იანვარს რუსეთში ჩასვლისას აეროპორტშივე დააკავეს.