117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

რას ასაჩივრებს საია — სამცხე

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

“საიამ» ახალციხის საარჩევნო უბნებზე სამი საჩივარი დაწერა. ორგანიზაციის იურისტები საარჩევნო ოქმების გაუმჭვირვალობაზე საუბრობენ. ასევე, მათ მიერ შესწავლილ ოქმებს არ ახლავთ შესწორების ოქმები.

«პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის» ბლოკში ჩაწერილი ჯამური ციფრის გარკვევა შეუძლებელია რა წერია 8 თუ X. ვინაიდან ციფრი დაკორექტირებულია და არ ჩანს გარკვევით. ასევე, ახალციხის N17.37.33 საარჩევნო უბანზე, პარტია «სოციალური სამართლიანობისთვის» ხმათა რაოდენობაში დაფიქსირებულია 4, თუმცა წინა გრაფა ამოშლილია და არ ჩანს გარკვევით მიღებული ხმების რაოდენობის სიზუსტე. ასევე, ორგანიზაციამ საჩივარი დაწერა N17.36.14 საარჩევნო უბანზე, საარჩევნო სუბიექტი N54-ს ხმათა რაოდენობაში, ჩაწერილია 4 და გადაკეთებულია X-ით,» — წერია საჩივარში.

ორგანიზაცია მოითხოვს საარჩევნო ოლქების პროპორციული სისტემით მიღებული შედეგების გაბათილებას და ხელახალ დათვლას. ასევე, დისციპლინურ პასუხისმგებლობას კომისიის თავმჯდომარის და მდივნის მიმართ.