83 წელი მერაბ კოსტავას დაბადებიდან- “შავლეგოს” ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. დღეს მას 83 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი 1939 წელს თბილისში დაიბადა.

მერაბ კოსტავა პოლიტიკით 13 წლის ასაკიდან დაინტერესდა. ის და მისი თანამოაზრეები კოლხურ კოშკში ან მის სახლში იკრიბებოდნენ.

მერაბ კოსტავა 1987-1990 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამართული საპროტესტო გამოსვლების აქტიური მონაწილე იყო. ის საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის იბრძოდა. «შავლეგო» 1989 წლის 9 აპრილის ღამითაც ქართველი ხალხის გვერდით იდგა. მერაბ კოსტავას ეკუთვნის არაერთი ფილოსოფიური ნააზრევი, მათ შორის «ფიქრები საქართველოს მისიაზე».

მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 2013 წელს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.