117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

მძლავრი ელექტრო გენერატორები, დიდი ზომის კარავები, ე.წ ბოპკეტი — აღჭურვილობა ახალციხის მერიას ამერიკის საელჩომ გადასცა

მძლავრი ელექტრო გენერატორები, დიდი ზომის კარავები, ე.წ ბოპკეტი — აღჭურვილობა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა ახალციხის მერიას დღეს საჩუქრად გადასცეს. ისინი საგანგებო სიტუაციების დროს მზადყოფნის გაზრდას ემსახურება. 

ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის თქმით, 40 ადამიანზე გათვლილი კარვები რამდენიმე დანიშნულებისაა. კარვები განკუთვნილი იქნება საგანგებო სიტუაციებისთვის, საველე ჰოსპიტლებისთვის და ასევე, ბანაკების სივრცეებისთვის.  

ღონისძიებას ამერიკის საელჩოს და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც. მათ მოსახლეობას სამხედრო სამსახურში გაწვევის წესების ამსახველი ბუკლეტები დაურიგეს.

__________________________________________________

პროექტს, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.