117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

ნამდვილად გადაიყვანეს თუ არა სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ადიგენიდან აბასთუმანში?

«რესპოდენტები, რომლებიც რეპორტაჟში ადიგენიდან აბასთუმანში გადაყვანაზე საუბრობდნენ, ჩემი თანამშრომლები არ იქნებიან,» — ნამდვილად გადაიყვანეს თუ არა სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ადიგენიდან აბასთუმანში?

ნამდვილად გადაიყვანეს თუ არა სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ადიგენიდან აბასთუმანში? ამ შინაარსის ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ვიდეო რეპორტაჟში ასევე წარმოდგენილი იყო დასუფთავების სამსახურის რამდენიმე თანამშრომლის კომენტარიც, რომელებიც ამბობდნენ, რომ სამსახურეობრივ მოვალეობას ერთ თვით სეზონურად ადიგენის ნაცვლად აბასთუმანში შეასრულებენ.

გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ ადიგენის მერიას დავუკავშირდით. მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი გვეუბნება, რომ არ იცის და გვირჩია 

სანდასუფთავების სამსახურს დავკავშირებოდით. დასუფთავების სამსახურის უფროსი ჯემალ ქიმაძე გვეუბნება, რომ აღნიშნული რეპორტაჟი არ უნხავს, თუმცა ამის მიუხედავად შინაარსს მაინც ტყუილი უწოდა. ხოლო ის რესპოდენტები, რომლებიც რეპორტაჟში ადიგენიდან აბასთუმანში გადაყვანაზე საუბრობდნენ, მისი თქმით, ისი თანამშრომლები არ იქნებიან.