117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

რუსეთში არ არის რეპრესიები — კრემლის პრესსპიკერი მომიტინგეების დაკავებაზე

ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე დაკავების პარალელურად, კრემლის პრესსპიკერი მიიჩნევს, რომ რუსეთში არავითარი რეპრესიები არაა და პოლიცია შესაბამის ზომებს იღებს «უკანონო აქციის» მონაწილეების მიმართ.

კრემლის პრესსპიკერის მოსაზრებებს აქციასთან დაკავშირებით მედია პლატფორმა meduza ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ იცის თუ არა მიმდინარე მოვლენების შესახებ პრეზიდენტმა, აჩვენეს თუ არა მას რაიმე კადრი ან ფოტოსურათი, პესკოვი პასუხობს, რომ არა.  

რუსეთში 2 კვირაზე მეტია ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები მიმდინარეობს. 

რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის თანხის თაღლითურად მითვისებასა და გაფლანგვაში ედავება. ალექსეი ნავალნი, რომელიც მოწამვლის შემდეგ, ბოლო რამდენიმე თვე გერმანიაში მკურნალობდა, 17 იანვარს რუსეთში ჩასვლისას აეროპორტშივე დააკავეს.