117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

ჯავახეთში, ყველა საარჩევნო უბანზე «ოცნებამ» გაიმარჯვა — წინასწარი მონაცემები

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 10 მაჟორიტარული ოლქიდან, წინასწარი მონაცემებით ყველგან მმართველი ძალა იმარჯვებს, 100 და 97 %-იანი მაჩვენებლით. ცესკოს ცნობით, ნინოწმინდის #9 და #10 საარჩევნო ოლქში დეპუტატობის კანდიდატი მხოლოდ მმართველ პარტიას ჰყავდა დაყენებული, შესაბამისად ხმების 100 % მან მიიღო.

#9 საარჩევნო ოლქზე, არჩევნებზე გამოცხადდა 1 111 პირი, რომელთაგან 1 039-მა მისცა ხმა, დანარჩენმა გააბათილა. ხოლო მე-10-ზე 1 330 პირიდან, 1 260-მა.

რაც შეეხება ნინოწმინდის #7 მაჟორიტარულ ოლქს. აქ დეპუტატობისთვის «ქართულ ოცნების» და «ენმ»-ს კანდიდატები იბრძოდნენ. უბანზე ხმები ასე გადანაწილდა: 97,84 %(408 ხმა) მმართველ პარტიას ერგო, დანარჩენი 9 ხმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. 

აქვე გეტყვით, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი მხოლოდ «ოცნებას» ჰყავდა დაყენებული ასპინძის #2 საარჩევნო ოლქშიც.

“რძე ვიყიდე, რა მოსყიდვა”-ხმაური ახალციხის მეოთხე უბანზე

78 % ; 86 % ; 89 % ; 92 % — ასეთი პროცენტული მაჩვენებლით იგებს «ქართული ოცნება» ახალქალაქის 14 მაჟორიტარულ ოლქშიც. ოპოზიცია დამარცხდა ნინოწმინდის და ახალქალაქის ყველა უბანზე

TokNews სამცხე-ჯავახეთის — სპეციალური გამოშვება — #არჩევნები2021 — 31

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდასა და ახალქალაქში 2 ოქტომბერსვე, რეკორდულად სწრაფად დაითვალეს ხმები, ოქმების ატვირთვაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე სწრაფად მოხერხდა და წინასწარი მონაცემებით თითქმის 100%-იანი მაჩვენებლით ყველგან «ქართულმა ოცნებამ» გაიმარჯვა. ( რეკორდულად სწრაფად და მაქსიმალურად ოცნების შედეგებით — #ნინოწმინდა #ახალქალაქი