117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა – “მწვანეები”

“მთავრობა ყურადღებას არ აქცევს ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს და შეზღუდვებს მხოლოდ პრივილეგირებული ნაწილისთვის ხსნის” – არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანეები” საჯარო ტრანსპორტის მოძრაობის 1-ლი თებერვლიდან აღდგენას მოითხოვენ.

“საკოორდინაციო საბჭოს არგუმენტი, რომ საჯარო ტრანსპორტის აკრძალვა ამცირებს ადამიანების მობილობას გაუგებარია, რადგან კერძო ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა დაშვებულია, ამასთან მოლებისა და სავაჭო ცენტრების გახსნა ნება დართული გახდა. ეს ყველაფერი იძულებულს ხდის ადამიანს, რომ გამოიყენოს ეს კერძო ავტომობილი, რაც ეს ზრდის ქალაქში ავომობილების რაოდენობას, შედეგად კი ვიღებთ საცობებს, ხმაურსა და კიდევ უფრო მეტად დაბინძურებულ ქალაქს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყველას არ ჰყავს ავტომობილი და არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ტაქსებით იაროს, რაც პირდაპირ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობაა” – ნათქვამია მათ განცხადებაში. 

აქცია ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით ორშაბათს, 25 იანვარს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან დაანონსდა.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ტრანსპორტი 1-ლი მარტიდან აღდგება.