117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

«500 ტონა კარტოფილი გაგვიფუჭდა და გადავყარეთ, თუ ევროპის ბაზარზე გავიტანდით გავყიდდით,» — #ჯავახეთი

რამდენად არის დაინტერესებული ახალქალაქში მცხოვრები მოსახლეობა ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანით და რა იციან ამ შესაძლებლობის შესახებ?  

  • ქვეყნიდან ევროკავშირის ბაზარზე გადის მინერალური ცხიმები და ზეთები, ღვინო, სპირტიანი სასმელები, ხილი ბოსტნეული და ა.შ.
  • ჯავახეთში მცხოვრებთა დიდი ნაწილი აწარმოებს თაფლს, მატყლს, კარტოფილს ევროპის ბაზარზე მატყლის გატანა შესაძლებელია თუ:  
    1. ექნება წარმოების სერთიფიკატი  
    2. იქნება ევროსტანდარტებით დამუშავებული და შეფუთული
  • 2020 წელს ევროკავშირში ქართული თაფლის ექსპორტმა 12.9 ტონა შეადგინა. ჯამში 56 900 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია.
  • ჯავახეთის (ნინოწმინდის) თაფლმა არერთგზის მოიპოვა მსოფლიო აღიარება. კოოპერატივმა „კოდმა“, ლონდონის საერთაშორისო თაფლის პრესტიჟულ კონკურსში „London International Honey Awards 2021” გამარჯვება მოიპოვა