აბასთუმანში კარანტინზე მყოფ მოქალაქეებს არანაირი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებათ – რევაზ ჟღენტი

March 2, 2020

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში გადაყვანილი მოქალაქეების, რომლებიც ორ კვირიან კარანტინს გადიან,მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ TOK TV-ს ცენტრის დირექტორმა , რევაზ ჟღენტმა უთხრა.

“პაციენტებს არანარი სახის სიმპტომი და ჩივილი აღენიშნებათ, ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში, არიან იზოლირებულ მდგომარეობაში და მითუმეტეს არანაირ საშიშროებას წარმოადგენენ ადგილობრივებისთვის,” – ამბობს ჟღენტი.

ამ დროისთვის ფილტვის ცენტრში სულ 26 ადამიანი გადის კარანტინს, პირველად აბასთუმანში მოქალაქეები 26 თებერვალს გადაიყვანეს. სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებს შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ.

საქართველოში კორონა ვირუსის სამი შემთხვევა გამოვლინდა, ყველა საქართველოს მოქალაქეა. საქართველოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებული 50 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეა. მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში ბრუნდებოდა.

Leave a Reply