აბასთუმნის საკარანტინო სივრცე ცარიელია

April 6, 2020

აბასთუმნის ფილტვის ცენტრი, სადაც სულ 81-მა ადამიანმა გაიარა 14 დღიანი საკარანტინო პერიოდი დღეს უკვე ცარიელია.

სამცხე ჯავახეთის 6 საკარანტინო სივრცეში 262 პირია მოთავსებული. ამათგან 27- ახალციხეში , ხოლო დანარჩენი 235 ადამიანი ბაკურიანის 5 სივრცეშია განთავსებული.

შემცირებულია სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობაც.

რეგიონში თვითიზოლაციაში სულ 17 პირი იმყოფება. ახალციხეში – 2; ახალქალაქში – 6; ბორჯომში – 7 და ნინოწმინდაში – 2 პირი გადის 14 დღიან თვითიზოლაციის პერიოდს.

ადიგენსა და ასპინძაში თვითიზოლაციაში აღარცერთი პირია.

ამ დროისთვის საქართველოს მაშტაბით კარანტინის რეჟიმში – 5056 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 პირია მოთავსებული.

კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევიდან 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 2 პირი გარდაიცვალა.

Leave a Reply