აბასთუმნის ტყეში დაკარგულ ახალგაზრდებს 40-მდე მაშველი ეძებს

June 6, 2021

დაბა აბასთუმანში ახალციხელი ახალგაზრდების 7 კაციან ჯგუფს მესამე დღეა ეძებენ. ისინი ტყეში ხუთ ივნისს, დღისით შევიდნენ, მას შემდეგ კი აღარ გამოჩენილან, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვიდასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 40-მდე მეხანძრე მაშველი და დრონი.

ინფორმაციას გვიდასტურებენ შსს-შიც და ამბობენ, რომ ამ დრომდე გრძელდება დაკარგული ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოები.