აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინზე კიდევ 7 პირი მიიყვანეს

March 11, 2020

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 11 მარტს გვიან ღამით 2 მოქალაქე გადაიყვანეს. ისინი ოზურგეთიდან არიან, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს და მეზობლების მოთხოვნით მოხდა მათი კარანტინზე გადმოყვანა.

ასევე, გამთენიისას ცენტრში კიდევ 5 მოქალაქე მიიყვანეს, ისინი იტალიიდან პრაღის გავლით ბრუნდებოდნენ.

მოქალაქეები 14 დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან.

კლინიკური მენეჯერის, კახა ბერიძეს განმარტებით მათი მდგომარეობა სტაბილურია და არანაირი სიმპტომები აღენიშნებათ.

„ახლად შემოყვანილი პაციენტები თავს კარგად გრძნობენ და არც სიცხე და არც სხვა რამე სიმპტომები აღენიშნებათ, საზღვარზე როცა შეამოწმებენ თუ სიცხე ქონდათ ჩვენთან არ აგზავნიან, ან ინფექციურში ან სხვა ბოქსირებულ კლინიკაში მიჰყავთ,“- TOK TV სთან საუბრისას გვითხრა ბერიძემ.

მისივე განმარტებით კარანტინში მყოფ მოქალაქეს, სიცხე ან სხვა სიმპტომი თუ დაუდგინდა გადაყვანილი იქნება ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა მსგავში შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

კლინიკაში კარანტინზე 11 მარტის მონაცემებით 25 ადამიანი იმყოფება. დღეს კი 5 მოქალაქეს გაწერენ. აბასთუმნის ფილტვის ცენტრში პირველად მოქალაქეები 26 თებერვალს მიიღეს, მას შემდეგ კარანტინზე კლინიკამ სულ 43 ადამიანი მიიღო.

ამჟამად საქართველოში კორონა ვირუსის დადასტურებული 23 შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 126 პირი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 46.

Leave a Reply