აბასთუმნის ფილტვის ცენტრი სრულად დატვირთულია

March 23, 2020

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, კარანტინში 42 ადამიანია და რამდენიმე საათში კიდევ ერთი დაემატება, რის შემდეგაც ფილტვის ცენტრი სრულად დაიტვირთება. როგორც კლინიკის დირექტორი, რევაზ ჟღენტი ჩვენთან საუბარი განმარტავს კარანტინში მყოფების მდგომარეობა სტაბილურია.

“ყველას მდგომარეობა სტაბილურია, არავის აღენიშნება რაიმე სახის ჩივილები, დღეს ველოდებით ერთ ადამიანს და ფილტვის ცენტრი სრულად დაიტვირთება,” – ამბობს ჟღენტი.

მისივე განმარტებით მოქალაქე, რომელსაც რაიმე სახის სიმპტომები ექნება გადაყვანილი იქნება ინფექციურში ან სხვა ბოქსირებულ საავადმყოფოში.

“გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ბულგარეთიდან ჩამოსულებს აღენიშნებოდათ სიცხე და მალევე გადავიყვანეთ გორის ჰოსპიტალში. მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ,” – განმარტავს დირექტორი.

ამ დროისთვის კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 8 უკვე გამოჯანმრთელდა.

Leave a Reply