ადიგენის მუნიციპალური საფეხბურთო ტურნირი დასრულდა – გამარჯვებულია სოფელ ჭეჭლას გუნდი (ვიდეო)

May 27, 2021

ადიგენის მუნიციპალური საფეხბურთო ტურნირი დასრულდა. საფეხბურთო მატჩი ჭეჭლას და ხევაშენის გუნდებს შორის 26 მაისს გაიმართა და ჭეჭლას სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ტურნირში 13 გუნდი მონაწილეობდა. მოყვარულთა ლიგის ტურნირები სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში იმართება.

გამარჯვებული გუნდები რეგიონალურ შეხვედრებს მუნიციპალური ტურნირის გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ გამართავენ.