ადიგენში, მლაშეს ავარიული ხიდისთვის 619 190 ლარის გამოყოფა იგეგმება

January 12, 2021

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია მლაშეს ავარიული ხიდის შესაკეთებლად ტენდერს 619 190 ლარზე აცხადებს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა განთავსებული.

სატენდერო დოკუმენტის წარდგენის ვადა 20-დან 25 იანვრამდეა შესაძლებელი.  

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხიდის მშენებლობასთან ერთად იგეგმება ბათუმი–ახალციხის გზიდან მლაშე-მოხის დამაკავშირებელ გზამდე ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაციაც. სამუშაოებისთვის თანხა სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.