ადიგენში “სინოფარმით” ვაქცინაცია დაიწყო-ახალციხეში ადგილები შევსებულია

May 7, 2021

ადიგენში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით “სინოფარმით” აცრები დაიწყო. დღეს ადიგენის კლინიკა “ევექსში” 4 პირი აიცრება. ამ დროისთვის რეგისტირებულია 21 მსურველი. ინფორმაციას გვიდასტურებენ კლინიკაში. კლინიკის წარმომადგენელთა თქმით, ვაქცინაცია კვირაში სამი დღე, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ჩატარდება.

დღეს იგივე ვაქცინით პროცესი დაიწყება ასპინძაში და ახალქალაქშიც. ასპინძაში სულ 26 პირია რეგისტრირებული. ახალქალაქში 46 -მა პირმა გამოთქვა ვაქცინაციის სურვილი, დღეს 6 პირი აიცრება.

რაც შეეხება ახალციხეს, კლინიკა “ევექსში” სულ რეგისტრირებულია 168 პირი და ადგილებიც შევსებულია. კლინიკის მენეჯერი, ბესო ბურჯალიანი გვეუბნება, რომ ვაქცინაცია ხვალ განახლდება.

ადგილები შევსებულია ბორჯომის კლინიკაშიც. აქ ვაქცინაციის მსურველი 321-ია. დღეს ვაქცინაციას 24 პირი ჩაიტარებს. კლინიკის დირექტორის, ირაკლი დიასამიძეს თქმით, ვაქცინაცია მიმდინარეობს და უკვე 10-მდე პირი აიცრა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში 5 მაისს 31 პირი აიცრა. ახალციხეში გუშინ -30.