ადიგენში იარაღით პირმა დაზიანება მიიღო

July 22, 2020

ადიგენის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი იარაღით მძიმე დაზიანებებით თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ პირს იარაღის გასუფთავების დროს გაუვარდა და ორჯერ მოხვდა თავის არეში.

ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი, რევაზ კუჭუხიძე ადასტურებს მომხდარს და ამბობს, რომ პაციენტი პირველადი დახმარების აღმოჩენისთანავე თბილისის პროფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„თავის არეში აღენიშნებოდა ჭრილობა და სისხლდენა, შემოყვანის თანავე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ გადაიყვანეს თბილისში,“ – ამბობს კუჭუხიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 და 236 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვას გულისხმობს.

Leave a Reply