“აიღეთ ჩვენი წიგნები, წაიკითხეთ, დააბრუნეთ” – კაფე @65 #ახალციხე

April 19, 2021

“აიღეთ ჩვენი წიგნები, წაიკითხეთ და დააბრუნეთ. ასევე დატოვეთ თქვენი წიგნები”  – სიახლე ახალციხეში ახალ გახსნილ კაფე @65-ში გელით. კონცეფცია სტანდარტული კაფის ფუნქციასთან ერთად საგანმანათლებლო დატვირთვას იძენს. 

კაფე არასამთავრობო ორგანიზაცია, “ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის” ორგანიზებით გაიხსნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ კაპანაძეს იმედი აქვს, რომ ამ გზით ხელი შეეწყობა არაფორმალრი განათლების პოპულარიზაციას.

კაფე დღეიდან ყოველ სამუშაო დღეს დილის 08:30 – 20:00 საათამდე იმუშავებს.