„ამო წალკაში“- ფესტივალი წალკის პოპულარიზაციისთვის და ბავშვების ნახატების გამოფენა უკრაინელების დასახმარებლად

June 9, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

„ამო წალკაში“- წალკაში 11 ივნისს, 16:00 საათზე  ფესტივალი იმართება. ღონისძიება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, CENN-ისა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზებით დაიგეგმა. მის ფარგლებში ბავშვების ნახატები გაიყიდება და შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადაირიცხება.

წალკის ცენტრში მოეწყობა თემატური სივრცეები და ადგილობრივი ფერმერების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ორგანიზატორები გვიყვებიან, რომ “ამო წალკაში“ სტუმრებს წალკის ტურისტული პოტენციალის გაცნობის საშუალებას მისცემს.

ფესტივალი 16:00  საათზე იწყება, ძირითადი ლოკაცია წალკის ცენტრი იქნება დადაიხურება კონცერტით, რომელიც  20:00 საათზეა დაგეგმილი.