ანტილიბერალური განწყობები და პოლიტიკა საქართველოში – შეხვედრა ახალციხეში

October 17, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

სიძულვილის ენა, ანტილიბერალური განწყობა სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების მიუღებლობა – საკითხებს „ლიბერალური აკადემია – თბილისის“ კვლევა დაეთმო.

ლაშა ტუღუში გვეუბნება, რომ კვლევების თანახმად, სიძულვილის ენა და მიუღებლობის პრობლემები უმეტესწილად გამოკვეთილია ისეთ რეგიონებში, სადაც მრავალეთნიკური და მრავალ რელიგიური მოსახლეობა ცხოვრობს. ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოში სიძულვილის ენას ხშირად პოლიტიკური პარტიები იყენებენ და ანტილიბერალური დამოკიდებულებებით წერენ თავიანთ პროგრამას.

პოლიტიკური პარტიების და ეკლესიის ანტილიბერალურ დამოკიდებულებაზე საუბრობს ჟურნალისტი, ზვიად ქორიძე და გვეუბნება, რომ მსგავსი დამოკიდებულებით პარტიები ფიქრობენ, რომ მეტი მხარდამჭერი ეყოლებათ.

შეხვედრას ახალციხეში წარმოდგენილი მედიები და სამოქალაქო სექტორი ესწრებოდა .