არალში სკოლის მასწავლებელს COVID-19 დაუდასტურდა – სკოლის დირექტორი

October 1, 2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის სკოლის მასწავლებელს COVID-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ სკოლის დირექტორმა, მარო ჩხიტუნიძემ მოგვაწოდა.

“დაუდასტურდა მასწავლებელს ვირუსი, ამ ეტაპზე ველოდებით ჯანდაცვის წარმომადგენლებს. ტესტირება ჩაუტარდება ყველა მასწავლებელს და მოსწავლეს. დეტალებზე მიმართეთ შესაბამის სტრუქტურას,” – გვითხრა დირექტორმა.

დირექტორის თქმით, 29 სექტემბერს ვირუსი ინფიცირებულის მეუღლეს დაუდასტურდა, ხოლო ამ დროის განმავლობაში მასწავლებელი სკოლაში გაკვეთილებს ატარებდა.

დეტალების გასარკვევად ჩვენ ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს დავუკავშირდით, მან ჩვენი შეკითხვის შემდეგ გვითხრა, რომ არ ეცალა და ტელეფონი გათიშა.

ჩვენს ზარებს არ პასუხობს, არც სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე.