“არ აქვს აზრი სასტუმროს გახსნას, სეზონი მალე დამთავრდება” – ბაკურიანი

February 24, 2021

ხვალ სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები მუშაობას განაახლებენ. გასათვალისწინებელი გარემოებაა, რომ ამავე კურორტებზე არსებული საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება.

როგორია ბაკურიანში არსებული სასტუმრეოების შეფასება. ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერი, მეგი გახოკიძე გვეუბნება, რომ გახსნა უკვე დაგვიანებულია, რადგან სეზონი მალე მთავრდება.

“ახლა უკვე დაგვიანებულია გახსნა, ახლა პირიქით, უკვე დროა დავკეტოთ. მარტის შუა რიცხვებში სასტუმროები ისედაც იკეტებოდა რადგან სეზონი მთავრდება. აპრილში, მაისის შუა რიცხვებში ხალხი არ არის … ძალიან დაგვიანებულია ახლა გახსნა…”

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროებს მუშაობის შესაძლებლობა შეჩერებული ქონდათ.

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889