ასპინძაში ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა

May 10, 2021

ავტორი: ინგა ირიციანი — 577681889 

შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ჩადენილი 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფერმაში მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავეს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გამოძიების ცნობით, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.