ასპინძის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

January 10, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889 

ასპინძის მუნიციპალიტეტში საძოვრებზე გაჩენილი ხანძარი გუშინ გვიან ღამით ჩააქრეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში TOK TV-ს განუცხადეს, ხანძარი ტყის მასივს არ მოსდებია. ამ დროისთვის კი მიმდინარეობს ხანძრის გაჩენის მიზეზის და დამწვარი მასივის შესწავლა. 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე,” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ , რომ ასპინძაში საძოვრებს ცეცხლი გუშინ გაუჩნდა.