ასპინძის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იგეგმება

January 19, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის 200 000 ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება. ინიციატორი ასპინძის მერიაა. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, წინადადებების მიღება მთავრდება 22 იანვარს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა შეასრულოს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ მაგლაქველიძე გვეუბნება, რომ თანხის ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ნაწილი კი – მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა.