ასპინძის საჯ. სკოლა ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა – მიზეზი COVID-19-ია

May 16, 2021

დაბა ასპინძის საჯ. სკოლაში ერთ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლა ჰიბრიდული რეჟიმით განაგრძობს სწავლებას.

14 დღიან თვითიზოლაციაში გადასულია XII კლასი და სკოლის 4 თანამშრომელი. ინფორმაციას ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ტრისტან მურადაშვილი გვიდასტურებს.

“მასწავლებელს ჰქონდა კონტაქტი XII კლასთან და სკოლის 4 თანამშრომელთან. ისინი გადასულები არიან ორ კვირიან თვითიზოლაციაში. ველოდებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისგან მითითებებს.”

მურადაშვილისვე თქმით, ამ დროისთვის დისტანციური სწავლების რეჟიმზე არცერთი სკოლა არ არის გადასული.