ასპინძის 2021 წის ბიუჯეტი განისაზღვრა

December 21, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ასპინძის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 4 173 600 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარიც დაუჭირეს.

მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი, საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, ინფრასტრუქტურა, განათლება კულტურა და ჯანდაცვაა, შესაბამისად თანხის ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებებზე გაიწერა.

  • ინფრასრუქტურა – 513 300 
  • სკოლამდელი განათლება – 300 000
  • კულტურა,რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – 651 000
  • მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 396 000