აფეთქების შემდეგ დატბორვა – საცხოვრებელ კორპუსში წყლის გაჟონვას მერიაც ადასტურებს

January 6, 2022

 ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც გასულ წელს აფეთქება მოხდა, ახლა შესაძლოა დაზიანებული მილების გამო იტბორებოდეს – აღნიშნულის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფაქტს გვიდასტურებენ ახალციხის მერიაშიც და ამბობენ, რომ წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

ჩვენ წყალმომარაგების კომპანიასაც დავუკავშირდით. გვითხრეს, რომ საკითხში თავიანთ კომპეტენციას ვერ ხედავენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კორპუსში აფეთქება გასულ წელს, გაზის მილის დაზიანების გამო მოხდა. მას შემდეგ მრავალბინიანი სახლის მცხოვრებლები უკან ვერ ბრუნდებიან. რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. ახალციხის მერიამ ის მესამედ იგივე პირობებით გამოაცხადა.