ახალი მინისტრი – ციხელაშვილი თეა ახვლედიანმა ჩაანაცვლა

August 6, 2020

„ისტორიულად ჩვენი ქვეყანა არის მრავალეთნიკური სახელმწიფო. ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა გვაქვს გარკვეული მიღწევები, პროგრესი, მაგრამ არაერთი გამოწვევაა წინ. იქნება ეს სახელმწიფო ენის შესწავლის თუ სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით,” – ეს კომენტარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალდანიშნულმა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გააკეთა,

TOK TV დაინტერესდა თუ რა გეგმები და ხედვა აქვს ახალარჩეულ მინისტრს ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის? როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს “ახალარჩეული მინისტრია, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმები, თუმცა სიღრმისეულ კომენტარს ამის შესახებ მომავალ კვირამდე ვერ გააკეთებდა.“

თეა ახვლედიანი თანამდებობაზე დანიშვნამდე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ, 2019 წლის ივ­ნის­იდან მუშაობდა. ის უწყე­ბა­ში შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სა­კითხებს კურირებდა

ასევე მას ეკავა ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიცია და იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტი,დირექტორი.

თეა ახვლედიანი თანამდებობაზე დღეს 6 აგვისტოს პრემიერ მინისტრმა , გიორგი გახარიამ დაინიშნა.

მისმა წინამორბედმა, ქეთევან ციხელაშვილმა  თანამდებობა 11 ივნისს დატოვა.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply