ახალქალაქის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა -საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

October 26, 2020

ახალქალაქის მერს იურიკ უნანიანს, საკრებულოს თავმჯდომარეს ნაირი ირიციანს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, გაიოზ ლომიძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ,- ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ავეტის ტონაკანიანმა დაგვიდასტურა.

TOK TV განაგრძობს საკითხზე მუშაობას.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის 262 შემთხვევაა გამოვლენილი.