ახალქალაქში არასრულწლოვანი დაჭრეს – შსს

June 10, 2021

ახალქალაქში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 17 წლის ბიჭი ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრეს. იგი ჯერ ახალქალაქის კლინიკაში, შემდეგ კი – თბილისში ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გადაიყვანს. 

აღნიშნულს გვიდასტურებენ ახალქალაქის ჰოსპიტალში. შსს-ს ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი თუმცა დაკავებული – არა.

კლინიკის დირექტორი, ალექსანდრ თოროიანის თქმით, დაჭრილს ცივი იარაღით სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოპერაციის ჩატარების შემდეგ – კი იგი თბილისში გადაიყვანეს.

როგორია პაციენტის მდგომარეობა? ამის გასარკვევად ჩვენ იმ კლინიკას დავუკავშირდით, რომელშიც დაშავებული გადაიყვანეს, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

შსს-ში გვითხრეს, რომ გამოძიება სსკ-ს 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

თავდაპირველად თემაზე მასალა “სამხრეთის კარიბჭემ” მოამზადა.