ახალციხეში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართება

August 12, 2022

ახალგაზრდული ფორუმი,სამაგიდო თამაშების ვორქშოფი, საგამოფენო ინსტალაცია: “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის, ფერების ფესტივალი- დღეს ახალციხეში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართება.

თარიღს, გაეროს ინიციატივით მსოფლიო 1999 წლიდან ყოველ წელს 12 აგვისტოს აღნიშნავს.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, ღონისძიება გაეროს ბავშვთან ფონდთან ერთად დაორგანიზდა. მათივე თქმით, მერიამ დღევანდელი ღონისძიებისთვის 9000 ლარის გამოყო. ღონისძიება, გალა კონცერტით დასრულდება.