ახალციხეში “ახალგაზრდული ცენტრის” მოწყობა იგეგმება

January 8, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889 

ახალციხეში, ყოფილ “სამხედრო დასახლებაში” ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა იგეგმება. ინიციატორი ახალციხის მერიაა და სამუშაოებისთვის 400 000 ლარამდე ღირებულების ტენდერია გამოცხადებული.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა N 124-ში არსებულ ორსართულიან შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს. 

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან ახალგაზრდულ ცენტრს ექნება კულტურული და საგანმანათლებლო დატვირთ​ვა 

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 22-დან 27-იანვრამდეა შესაძლებელი. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 კვირის განმავლობაში უნდა განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ყოფილი”სამხედრო დასახლება” რეკრეაციულ ზონად უნდა გადაკეთდეს.