ახალციხეში გამშვები პუნქტი ამოქმედდება

March 31, 2020

ახალციხეში და თელავში სპეციალური გამშვები პუნქტები ამოქმედდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით გამშვებ პუნქტებზე მოხდება მკაცრი კონტროლი და მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

„მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები, რომელიც მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ძალებმა. ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებისა, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. ასევე, მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინინგი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

სულ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი 7 საკონტროლო გამშვები პუნქტია. ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 110 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 21 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული.

Leave a Reply