ახალციხეში დაკარგული 17 წლის მოზარდი იპოვეს

January 10, 2021

ახალციხეში დაკარგული 17 წლის ბავშვი იპოვეს, ინფორმაციას შსს გვიდასტურებს. როგორც უწყებაში ამბობენ პირი ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

17 წლის არასრულწლოვანი 8 იანვარს დაიკარგა , რის შემდეგაც მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები.

გავრცელებული ინფორმაციით ბავშვი მინდობით აღზრდაში იმყოფება და მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.