ახალციხეში, კოვიდვაქცინაციის პროცესში კლინიკა “ევექსიც” ჩაერთვება

April 9, 2021

facebook: Toktv.ge

ახალციხეში, კოვიდვაქცინაციის პროცესში კლინიკა “ევექსიც” ჩაერთვება – ინფორმაციას გვიდასტურებს დირექტორი, რევაზ კუჭუხიძეც, თუმცა როდიდან დაიწყება ვაქცინაცია ჯერ -ჯერობით ამ ინფორმაციას არ ფლობს.

მისივე თქმით, კლინიკას აქვს ყველა შესაბამისი აღჭურვილობა და პერსონალი, რაც ვაქცინაციისას პროტოკოლით არის გათვალისწინებულია.

გავრცელებული ინფორმაციით ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა კლინიკა “იმედში”. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე წერს”. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ ვცდილობდით დავკავშირებოდით კლინიკის მენეჯერს და დირექტორს, თუმცა ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. (ჩვენ კვლავაც ვცდილობთ დავუკავშრდეთ მათ და განახლებულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ).

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენ ზარს უპასუხეს, თუმცა კითხვას არა. 

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაცია სამცხე-ჯავახეთში 15 მარტს შემოვიდა, თუმცა ამ დრომდე აცრილია კლინიკა იმედის 20 თანამშრომელი და ბორჯომის კლინიკის 6 თანამშრომელი.

ახალქალაქში ამ დრომდე ვაქცინაციის მსურველი მხოლოდ 5 პირია, რის გამოც ვაქცინაცია ვერ იწყება. სხვა მუნიციპალიტეტების(ადიგენის, ასპინძა, ბორჯომი) კლინიკებში კი ვაქცინაცია შეწყდა.