ახალციხეში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა – კლინიკა “ევექსი”

May 5, 2021

ახალციხეში კორონავირუსით 51 წლის ქალი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის კლინიკა “ევექსის” მენეჯერი, ბესო ბურჯალიანი გვიდასტურებს.

გარდაცვლილი ახალციხის კლინიკა “ევექსში” ჰაერის უკმარისობით შეიყვანეს, კორონავირუსზე ტესტირების დროს კი დადგინდა რომ კოვიდდადებითი იყო. კლინიკის მენეჯერის, ბესო ბურჯალიანის თქმით, გარდაცვლილს აღენიშნებოდა თანმდევი სირთულეები.

ოფიციალური სტატისტიკით, ეს უკვე 50-ე შემთხვევაა, როცა სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის გამო პაციენტი გარდაიცვალა.