ახალციხეში ორი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

December 5, 2020

ახალციხეში კორონავირუსით ორი ექიმი გარდაიცვალა. რეფერალური ჰოსპიტალის საზოგადიებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ ორივე ექიმი მათთან მუშაობდა და ორივეს აღენიშნებოდათ ქრონიკული დაავადებები.

ერთ-ერთი გარდაცვლილი ექიმი ასევე მუშაობდა კლინიკა “იმედშიც”, კლინიკის მენეჯერი გვეუბნება, რომ პირი მკურნალობას თბილისში გადიოდა.

“კოვიდის დადასტურების დღიდან თბილისის კლინიკაში იყო, აღენიშნებოდა თანმდევი ქრონიკული დაავადებებიც. დღეს გარდაიცვალა,”- გვეუბნება კაკოშვილი.

ამ დროსთვის ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში მედ პერსონალის კორონავურუსით გარდაცვალების მეოთხე დადასტურებული შემთხვევაა.

პირველად ახალქალაქის სასწრაფოს ექიმი გარდაიცვალა, შემდეგ ახალციხის სასწრაფოს ხელმძღვანელი.