ახალციხეში სპორტული კომპლექსის მოსაწყობად 1 400 000 ლარამდე გამოყოფას გეგმავენ

January 8, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ე.წ “სამხედრო დასახლების” ტერიტორიაზე, სადაც რეკრეაციული ზონის განთავსება იგეგმება, სპორტული კომპლექსის მოწყობისთვის 1 400 000 ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის თანახმად შენობას, სადაც სამხედრო ბაზის სამზარეულო იყო განთავსებული უნდა ჩაუტარდეს “რეაბილიტაციურ-რეკონსტრუქციული სამუშაოები და სპორტული კომპლექსი აშენდეს.” დაგეგმილია სამი სპორტული დარბაზის მოწყობა შესაბამისი აღჭურვილობით(სველი წერტილები, გასახდელები)

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 22-დან 27-იანვრამდეა შესაძლებელი.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 კვირის განმავლობაში უნდა განახორციელოს.