ახალციხეში უსახლკარო ძაღლმა დედა და შვილი დაკბინა

April 29, 2021

ახალციხეში რაბათის დასახლებაში უსახლკარო ძაღლმა ორი პირი, დედა და შვილი დაკბინა. როგორც ადგილობრივები ამბობენ ძაღლი სავარაუდოდ ცოფიანი იყო, რადგან დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

დაშავებული დედა შვილი კლინიკა “ევექსში” გადაიყვანეს. მენეჯერის, ბესო ბურჯალიანის თქმით ჩაუტარდათ შესაბამისი აცრები და კლინიკიდან გაწერეს.

მაშინ, როცა ახალციხეში უსახლკარო და მიუსაფარი ძაღლები მომრავლდა როგორია მათი ბედი და რა ეტაპზეა რამდენიმე წლის წინ დაანონსებული მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის იდეა? კითხვებით ჩვენ ახალციხის მერიას მივმართეთ, მათი თქმით ძაღლები გადაყავთ გორის ცხოველთა თავშესაფარში სადაც უტარდებათ გაწმენდითი სამუშაოები და უკან აბრუნებენ. რაც შეეხება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს თვითმმართველ ორგანოში ამბობენ, რომ დეტალებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა დავკავშირებოდით.

“ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ცხოველების დროებით გადაყვანა ხორციელდება გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ხდება მათი იდენტიფიკაცია და უტარდებათ საჭირო ვეტერინარული პროცედურები (სტერილიზაცია, კასტრაცია),” – გვითხრეს უწყებაში.

მუნიციპალური განვითარების ფონდში ჩვენს ზარებს მთელი დღეა არ პასუხობენ.
უსახლკარო და მიუსაფარ ცხოველებზე და თავშესაფარზე მუშაობას განვაგრძობთ და სიუჟეტს შემოგთავაზებთ.

ფოტო: The Secret Life Of Pets