ახალციხეში შეჭირვებული ოჯახებისთვის სურსათის გადაცემა იგეგმება – #ტენდერი

May 31, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერად 12 ათას ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავს და მათთვის ბრინჯის, შაქარის ,მაკარონის, ზეთის და ხორბლის ფქვილის შეძიენას აპირებს.

რაც შეეხება რაოდენობას: 125 ოჯახისთვის, ამავე რაოდენობის 2 კგ-იანი ბრინჯის პაკეტების, 375 კილოგრამი მაკარონის, 625 კილოგრამი შაქრის, 125, 5 ლიტრიანი ზეთის და 125 ტომარა, 25 კილოგრამიანი ფქვილის შესყიდვა იგეგმება.

მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ დახმარებას ბენეფიციარებს ყოველ კვარტალში უწევენ ხოლმე და ამისთვის თანხას ბიუჯეტის დაგეგმარებისას ითვალისწინებენ.

სატენდერო დოკუმენტის მიღების ვადა ამოიწურა და 4 ნაწილად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, შპს “ალეკომ” მიიღო, რომელმაც მუნიციპალიტეტს მომსახურებაში ზუსტად ის თანხა მოთხოვა, რაც გათვალისწინებული იყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა, შეფასების პროცესი.

მუნიციპალიტეტის მერიაში ასევე გვეუბნებიან, რომ თანხა ადგილობრივი ბიუჯეტის მუხლიდან “სოციალური დახმარების გაცემის წესი“-დან გამოიყოფა. გამარჯვებულმა კომპანიამ სურსათი ბენეფიციარებს, ხელშეკრულების გაფრმებიდან 44 დღეში უნდა გადასცეს.