ახალციხეში “Astrazeneca”-ს ვაქცინა შეიტანეს – პროცესი მომდევნო კვირის დაიწყება

April 16, 2021

ავტორი: ინგა ირიციანი — 577681889

ახალციხის კლინიკა “ევექსში” კორონავირუსის საწინააღმდეგო “Astrazeneca”-ს ვაქცინა შეიტანეს. ვაქცინაციის პროცესი მომდევნო კვირის სამშაბათს დაიწყება. ინფორმაციას გვიდასტურებს კლინიკის დირექტორი, რევაზ კუჭუხიძე.

რამდენი დოზა ვაქცინა შეიტანეს კლინიკაში? დირექტორს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მან ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა. სამინისტროში ინფორმაციის დაზუსტებას მოგვიანებით დაგვპირდნენ. 

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 400 დოზა 15 მარტს შემოიტანეს, თუმცა აცრილია მხოლოდ 26 სამედიცინო პირი.

რამდენიმე დღის წინ, ვაქცინა გაიტანეს სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან, ახალქალაქის კლინიკაში დარჩენილი იყო მხოლოდ 1 ამპულა.