ახალციხეში CO-თი 3 პირი მოიწამლა – 112

April 6, 2021

ახალციხეში ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით ახალციხის კლინიკა “ევექსში” 3 პირი გადაიყვანეს – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გვიდასტურებენ.

“როცა ჩვენი ჯგუფი მივიდა ადგილზე დახვდათ სამი პირი, რომლებიც CO-თი იყვნენ მოწამლული. გადაიყვანეს ახალციხის კლინიკა “ევექსში”,” – გვითხრეს 112-ში.

როგორია პაციენტების მდგომარეობა ? ჩვენ ამის გასარკვევად კლინიკა “ევექსში” დავრეკეთ, თუმცა დირექტორი, რევაზ კუჭუხიძე ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

რაც შეეხება შპს ,,ინტერგაზს “. დირექტორი, ვასილ აბულაძე აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს.

დაიწყო თუ არა გამოძიება და რა მუხლით ? შსს-სგან პასუხს ველოდებით.

თავდაპირველად მასალა მოამზადა TV9-მ

Toktv.ge