ახალციხეში COVID-19-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა – სამხარეო ადმინისტრაცია

October 15, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი გამოვლინდა. გარდაცვლილი ახალციხეში მცხოვრები პირია – ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ დაგვიდასტურა.

მისივე თქმით, რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 ის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ახალციხეში და 1 ადიგენის სოფელ ჭელაში.

“დღეს გვაქვს კიდევ სამი ახალი შემთხვევა. სამივე ინფიცირებულის კონტაქტებია. მოკვლეულია 50-მდე კონტაქტი და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები,”– გვითხრა მიქელაძემ.

ოფიციალური ინფორმაციით სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის სულ 66 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან, 20 გამოჯანმრთელებული და 1 გარდაცვლილია.