ახალციხის ბაზრის შიდა სავაჭრო ცენტრი მუშაობას განაგრძობს

April 6, 2020

ახალციხის ბაზარში გარე ვაჭრობა იკრძალება, მუშაობას განაგრძობს მხოლოდ შიდა სავაჭრო ცენტრი, სადაც განთავსებულია პროდუქტების, სასუქების, შხამქიმიკატების და ვეტერინარიული მაღაზიები.

ადგილობრივი მოსახლეობა ვეღარ შეძლებს ბაზარში პროდუქტის გაყიდვას.

მათ ალტერნატიული გზების მონახვა მოუწევთ. ამის შესახებ TOK TV-ს რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მელიქიძემ უთხრა.

„მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის გადაწყდა, რომ აიკრძალოს გარე ვაჭრობა. ბაზარში შესაძლებელია მხოლოდ მაღაზიებში და შიდა სივრცეში ვაჭრობა. მკაცრად კონტროლდება ტერიტორია და წესების დარღვევის შემთხვევაში დადგება საკითხი ბაზრის დახურვისა,“ – განმარტავს მიქელაძე.

ჩვენ ბაზრის დირექტორს, ვახტანგ ქართველიშვილსაც დავუკავშირდით. მისი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს მომხმარებელი ტრანსპორტით შესვლას ბაზრის ტერიტორიაზე თუ 100 კილოზე მეტი ტვირთი აქვს გამოსატანი.

„შეზღუდულია მომხმარებლების რაოდენობა, ვიცავთ დისტანციას. ასევე დაკეტილია ყველა მაღაზია გარდა პროდუქტის, სასოფლო სამეურნეო და ვეტერინარული მაღაზიებისა. მომხმარებელი პირბადის გარეშე დადის, ამბობენ ვერ ვშოულობთო. დეზინფექციასაც ვატარებთ,“ – განმარტავს ქართველიშვილი.

საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში აგრობაზარი უკვე დაიკეტა.

Leave a Reply