ახალციხის მერია სააღდგომო სოციალური პაკეტისთვის 21 372 ლარის გამოყოფას გეგმავს

March 31, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

669 კ. შაქარი; 620 კგ. მაკარონი; 198 ცალი ნამცხვრის პაკეტები – ეს ის პროდუქტებია, რომლებსაც ახალციხის მერია სააღდგომოდ უკიდურესად გაჭირვებულ და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს. თითოეულს 3 კგ. შაქარი, 5 კგ. მაკარონი და 300 გრამიანი ნამცხვრის პაკეტი შეხვდებათ. აღნიშნულზე ტენდერი გამოცხადდა და ამისთვის 4 000 ლარამდე თანხის გამოყოფა იგეგმება.

  • ასევე ტენდერია გამოცხადებული 223 ერთეულ 5 ლიტრიან მცენარეულ ზეთზეც, რომლისთვისაც 6 600 ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება.
  • ბრინჯის შესაძენად მერია 2 500 ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს. ამ შესყიდვიდან ბენეფიციარები 5 კგ. ბრინჯს მიიღებენ.
  • რაც შეეხება ხორბლის ფქვილს, მისთვის მერია 8 000 ლარამდე თანხის გამოყოფას და ჯამში 223 ცალ 25 კგ.იანი ფქვილის ტომრების შეძენას გეგმავს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან თანხა ადგილობრივი ბიუჯეტის “სოციალური დახმარების გაცემის წესის” მუხლიდან გამოიყოფა.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის განცხადებების მიღება 3 – 5 აპრილამდეა შესაძლებელი.