ახალციხის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს ასოციაცია ტოლერანტი გაუწევს

July 2, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს ასოციაცია ტოლერანტი გაუწევს. ცირა მესხიშვილის თქმით, პროექტში ჩაერთვებიან სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის, ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები

ახალციხეში ამ დროისთვის ორი ე.წ. უკანონო ნაგავსაყრელია, რომელიც ამ დრომდე აქტიურია და მოსახლეობა ნაგავს იქ ყრის. ამასთან დაბინძურების პრობლემა მუნიციპალიტეტში აქტუალურია, დაბინძურებულია ქუჩები, მდინარეები და ღელეები, რომლებსაც ადგილობრივები ნაგავსაყრელად იყენებენ.

სწორედ აღნიშნული პრობლლემების მოგვარებისთვის სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებმა 5 წლიანი ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა შეადგინეს, რომელსაც მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტი გაუწევს. დღეს პროექტის “ნარჩენების მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის” პრეზენტაცია გაიმართა.

ცირა მესხიშვილის თქმით, პროექტში ჩაერთვებიან სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის, ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები.