ახალციხის საკრებულოს დეპუტატს მანქანა მეორედ დაუწვეს – შსს

November 17, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანი გვეუბნება, რომ მისი მანქანა უკვე მეორედ დაწვეს. ამბობს, რომ პირველ შემთვევაში 2017 წელს გამოძიებამ ვერ დაადგინა დამნაშავე. ახლა კი პროცესი ჯერ მიმდინარეა. 

“გუშინწინ ღამით მოხდა შემთხვევა, არ ვიცი ვის შეიძლებოდა გაეკეთებინა ეს. მიმდინარეობს გამოძიება,” – გვითხრა ბაბოიანმა.

კითხვაზე, თუ რამდენად ენდობა პოლიციას და აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გამოძიება მეორედ მაინც შეძლებს დამნაშავის პოვნას:

“არ ვიცი ახლა ორი დღეა რაც მოხდა შემთხვევა და პოლიცია მუშაობს. ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას და ვნახოთ, არ ვიცი…” 

რა მიზეზით ვერ გამოიძეს და დააკავეს დამნაშავე 2017 წლის ფაქტზე? ამ კითხვით ჩვენ შსს-ს დავუკავშირდით. უწყებაში გვითხრეს, რომ აღნიშნულზე ოფიციალურად უნდა მიგვეწერა.

რაც შეეხება ორი დღის წინ მომხადრ ინცდიენტს, შსს-მ გამოძიება სსკ-ს 187–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, ან აფეთქებით, ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.